ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში დაიწყო - ტურნირის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველ არხსა და „ტელესკოლაზე“ იხილავთ #1TVSPORT
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდი მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ქართველმა ძალოსნებმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელების გიორგი ასანიძისა და თემურ ჯანჯღავას მეთვალყურეობით რუსეთის დედაქალაქში პირველი ვარჯიში ჩაატარეს.
კონტინენტის პირველობის ფიცარნაგზე ქართველთაგან ხვალ პირველები 55 და 61 კგ. წონით კატეგორიებში მოასპარეზე გიორგი დოკვაძე, შოთა მიშველიძე და რამინ შამილიშვილი გამოდიან.
მოსკოვში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდება.
4 აპრილს 15:00 საათიდან პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო 21:00 საათიდან პირდაპირ რეპორტაჟს უკვე „ტელესკოლის“ ეთერში იხილავთ.
4 აპრილი – 15:00 საათი – 55 კგ. – გიორგი დოკვაძე.
4 აპრილი – 21 საათი – 61 კგ. – შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი.