ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს ანადეა გულბიანი შმიდტი იასპარეზებს #1TVSPORT
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 32 ქვეყნის 32 მონაწილეს შორის არის ქართველი მოციგურავე ანადეა გულბიანი შმიდტი.
ანადეა დღეს და ხვალ მოკლე და თავისუფალ პროგრამას შეასრულებს.
საქართველო ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე 1995 წლიდან მონაწილეობს. 1997 და 2017 წლებში ფიგურულ ციგურაობაში ფესტივალის ბრინჯაოს მედლის მფლობელები ვახტანგ მურვანიძე და ნიკა ეგაძე გახდნენ.