ევროპაში ყველაზე მაღალი სახელფასო ბიუჯეტი „რეალს“ აქვს, მეორეა „ბაიერნი“, პსჟ მეცხრე ადგილზეა #1TVSPORT
ევროპაში ყველაზე მაღალი სახელფასო ბიუჯეტი „რეალს“ აქვს, მეორეა „ბაიერნი“, პსჟ მეცხრე ადგილზეა #1TVSPORT

ცნობილმა პორტალმა Transfermarkt-მა შეადგინა იმ კლუბების რეიტინგი, რომლებიც ყველაზე დიდ თანხებს ხარჯავენ ფეხბურთელების ხელფასებზე.

ციფრები მოულოდნელია – ყველაზე მხარჯველი კლუბების ტოპ-ოთხეულში მხოლოდ ერთი გუნდია პრემიერლიგიდან, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ კი მეცხრე ადგილზეა. გარდა ამისა, ტოპ-ათეულში არ არის არც ერთი გუნდი იტალიიდან.

  1. რეალი – 305 მლნ. ევრო
  2. ბაიერნი – 275 მლნ. ევრო
  3. მანჩესტერ სიტი – 252 მლნ. ევრო
  4. ბარსელონა – 222 მლნ. ევრო
  5. არსენალი – 211 მლნ. ევრო
  6. ლივერპული – 197 მლნ. ევრო
  7. ჩელსი – 188 მლნ. ევრო
  8. მანჩესტერ იუნ – 183 მლნ. ევრო
  9. პარი სენ-ჟერმენი – 176 მლნ. ევრო
  10. ატლეტიკო – 157 მლნ. ევრო
  11. ტოტენჰემი – 152 მლნ. ევრო
  12. ასტონ ვილა – 141 მლნ. ევრო
  13. ინტერი – 139 მლნ. ევრო
  14. ნიუკასლი – 131 მლნ. ევრო
  15. იუვენტუსი – 127 მლნ. ევრო