ევროპაში იტალიური მაფიის წევრთა წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა
ევროპაში იტალიური მაფიის წევრთა წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს. როგორც დასავლური მედიასაშუალებები იუწყებიან, დაკავებულია კალაბრიული მაფიოზური დაჯგუფება „ნდრანგეტას“ ათეულობით წევრი.
რეიდები ჩატარდა იტალიაში, გერმანიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში. დაკავებულებს ნარკოტიკებით ვაჭრობაში, ფულის გათეთრებასა და სხვა დანაშაულებებში ედებათ ბრალი.
ნიდერლანდების პოლიციის ცნობით, ამოღებულია 2 მილიონი დოლარის ოდენობით ნაღდი ფული, ასევე ნარკოტიკული საშუალებები. მათ შორის ექსტაზი და კოკაინი.
გერმანიაში პოლიციამ 65 სახლი გაჩხრიკა. სამართალდამცავები შევიდნენ რესტორნებსა და სხვა დაწესებულებებშიც.
სპეცოპერაცია ევროპაში მას შემდეგ ჩაატარეს, რაც გუშინ იტალიურმა პოლიციამ სიცილიური მაფიის ახალი მეთაური აიყვანა.