ფულის გათეთრებისა და აზარტული თამაშების უკანონოდ წარმოების ბრალდებით კანადაში იტალიური მაფიის წევრები დააკავეს
ფულის გათეთრებისა და აზარტული თამაშების უკანონოდ წარმოების ბრალდებით კანადაში იტალიური მაფიის წევრები დააკავეს

კანადელმა სამართალდამცველებმა ფულის გათეთრებისა და აზარტული თამაშების უკანონოდ წარმოების ბრალდებით გავლენიანი იტალიური მაფიის კლანის ცხრა წევრი დააკავეს. ამოღებულია კრიმინალური დაჯგუფების საკუთრებაში არსებული 26.8 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები, მათ შორის ფერარის მარკის ხუთი ავტომობილი. სამდღიანი ოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცველებმა 48 ობიექტი, მათ შორის კაფე, ოფისი და საცხოვრებელი ბინა გაჩხრიკეს, რომელთანაც კავშირი აღნიშნულ დაჯგუფებას ჰქონდა. დაკავებულია მაფიის სავარაუდო ლიდერიც ანგელო ფილიომენი. პოლიცია კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ეძებს.

პარალელურად სპეცოპერაცია ჩატარდა იტალიაშიც. პოლიციამ იარაღის უკანონოდ ფლობისა და ფულადი სახსრების თაღლითური ტრანზაქციების ბრალდებით, კალაბრიული „ნდრანგეტას” 12 წევრი დააკავა.