ევროპარლამენტში დღეს საავტორო უფლებებზე კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, საბოლოო კენჭისყრა გაიმართება
ევროპარლამენტში დღეს საავტორო უფლებებზე კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, საბოლოო კენჭისყრა გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, საბოლოო კენჭისყრა გაიმართება.

ახალი დირექტივით გათვალისწინებულ ცვლილებებს მოწინააღმდეგეები ჰყავს. ევროპის სამომხმარებლო ორგანიზაცია მოუწოდებს ევროპარლამენტს, უარი თქვან შეთავაზებული კანონის მე-13 მუხლის ამოქმედებაზე .

იმ შემთხვევაში, თუ მე-13 მუხლი ძალაში დარჩება, ონლაინ პლატფორმებს მოუწევთ, მომხმარებლების მიერ ატვირთულ მასალაზე სრულად აიღონ პასუხისმგებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილტრების გამოყენება მოუწევთ, რათა არალიცენზირებული მასალა ვებგვერდებზე არ მოხვდეს.

აღნიშნული კანონის მოწინააღმდეგეების თქმით, გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსგავსი ფილტრები გამართულად არ მუშაობს.

„თუ მე-13 მუხლი ამოქმედდება, ფილტრები რადიკალურად შეცვლის ინტერნეტის ისეთ ფუნქციონირებას, როგორიც დღეს არის. ეს მომხმარებლებს ხელს შეუშლის, გამოხატონ საკუთარი თავი, გააზიარონ ინფორმაცია“,- აცხადებს ევროპის სამომხმარებლო ორგანიზაციის დირექტორი მონიკა გოიენსი.

ევროპის სამომხმარებლო ორგანიზაციის დირექტორს მიაჩნია, რომ ახალი კანონი სარგებელზე მეტად ზიანს მოუტანს როგორც მომხმარებლებს, ასევე ონალან პლატფორმებს.