ევროპარლამენტმა აფრიკული წარმოშობის ევროპელების მიმართ რასიზმის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა აფრიკული წარმოშობის ევროპელების მიმართ რასიზმის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა აფრიკული წარმოშობის ევროპელების მიმართ რასიზმის დასრულების რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციას მხარი 535 დეპუტატმა დაუჭირა, 80 წინააღმდეგი იყო, 44-მა კი, თავი შეიკავა.

ევროპარლამენტმა მოუწოდა ეროვნულ მთავრობებს, ერთიანი მიდგომით ხელი შეუწყონ პოლიტიკის შემუშავებას განათლების, განსახლების, ჯანდაცვის, სისხლის სამართლის, პოლიტიკური მონაწილეობისა და მიგრაციის მიმართულებით.

ევროპარლამენტის დეპუტატებმა ევროკომისიას და წევრ ქვეყნებს მოუწოდეს, აღიარონ აფრიკული წარმოშობის ევროპელების მიმართ რასისტული, დისკრიმინაციული და ქსენოფობიური მიდგომები.

დეპუტატებმა წევრ ქვეყნებს ასევე მოუწოდეს, გამოასწორონ ევროპული კოლონიალიზმის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და უსამართლობა, ასევე უზრუნველყონ რეპარაციები საჯარო ბოდიშისა და მოპარული არტეფაქტების დაბრუნებით.