ევროპარლამენტის წევრი ურმას პაეტი საქართველოს არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
ევროპარლამენტის წევრი ურმას პაეტი საქართველოს არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს

„კოვიდ 19“-ის პანდემიის დროს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ევროპარლამენტის წევრი, ურმას პაეტი.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ აუცილებელია გარკვეული სახის ხარვეზები გამოსწორება.

ურმას პაეტი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის შეფასებას აზიარებს.

„ვულოცავთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის წარმატებით ორგანიზებას „კოვიდ-19“-ის ვითარების მიუხედავად. ამასთან, გარკვეული ხარვეზები უნდა გამოსწორდეს“, – წერს ურმას პაეტი.

ეუთო-ოდირმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასება დღეს გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა არსებითად შეცვლილ სამართლებრივ ჩარჩოში, რასაც წინ უძღოდა ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციები, რამაც მოიტანა ზოგიერთი გაუმჯობესება დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის, თუმცა საჭიროა მეტი ძალისხმევა რათა ხარვეზები აღმოიფხვრას.