ევროპარლამენტი თურქეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს
ევროპარლამენტი თურქეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს

ევროპარლამენტი თურქეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს. შესაბამის რეზოლუციაში ევროდეპუტატები აცხადებენ, რომ ანკარის მხრიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გადადგმული ნაბიჯები „ევროკავშირის წევრი კვიპროსისა და საბერძნეთის სუვერენიტეტზე თავდასხმაა“.

ამავე დროს ევროპარლამენტის წევრები გმობენ თურქეთის უკანონო ქმედებებს კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში. კერძოდ, ქალაქ ვაროშას შემოგარენში, რომელსაც 1974 წლიდან თურქეთი აკონტროლებს.

„კვიპროსისა და მისი ხალხის გაერთიანება შესაძლოა, მხოლოდ დიალოგით გადაწყდეს“ – ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.

ევროდეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირს, შეინარჩუნოს ერთიანობა და დაუწესოს სანქციები თურქეთს. მათივე თქმით, თურქეთის თავისი ნაბიჯებით თუ განცხადებებით სულ უფრო მეტად შორდება ევროპას.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთის ქმედებები ლიბიასა და სირიაში, ასევე აზერბაიჯანის ღია მხარდაჭერა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში არ უწყობს ხელს ანკარასა და ბრიუსელის ურთიერთობების გაუმჯობესება.