ევროპარლამენტი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას უყრის კენჭს
ევროპარლამენტი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას უყრის კენჭს

ევროპარლამენტი დღეს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილი ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას უყრის კენჭს. კენჭისყრამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროდეპუტატებს თავის პროგრამას წარუდგენს.

ევროპარლამენტის წევრების მიერ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე დასამტკიცებლად ფონ დერ ლაიენს სულ მცირე 374 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. არასაკმარისი ხმების დაგროვების შემთხვევაში, ევროკავშირის საბჭოს ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ახალი კანდიდატურის შერჩევა მოუწევს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატად ევროკავშირის საბჭომ 2 ივლისს დაასახელა.

ევროკომისიის პრეზიდენტის დამტკიცების შემდეგ, ევროპარლამენტი ევროკომისიის ფორმირებაზე დაიწყებს მუშაობას.