ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე, რომელიც შვეიცარიაში, უეფას ნიონის ოფისში გაიმართა, თბილისის „ლოკომოტივისა“ და მოსკოვის „დინამოს“ წყვილის გამარჯვებული მეტოქე გაირკვა.
მეორე ეტაპიდან გასული გუნდი ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე ალვანურ „ტეუტასა“ და ესპანურ „გრანადას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
უეფას ოფისში გამართულ წილისწყრაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ „ლოკომოტივი“ – „დინამოს“ წყვილის გამარჯვებული მესამე ეტაპის შეხვედრას, რომელიც 24 სექტემბერს გაიმართება, გასვლაზე ჩაატარებს.