ევროკომისიის პრეზიდენტის პრესმდივანი - ტერეზა მეის გადადგომის შემდეგ ევროკავშირის პოზიცია ბრექსიტთან მიმართებაში უცვლელი რჩება
ევროკომისიის პრეზიდენტის პრესმდივანი - ტერეზა მეის გადადგომის შემდეგ ევროკავშირის პოზიცია ბრექსიტთან მიმართებაში უცვლელი რჩება

ტერეზა მეის გადადგომის შემდეგ ევროკავშირის პოზიცია ბრექსიტთან მიმართებაში უცვლელი რჩება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან კლოდ-იუნკერის პრესმდივანმა, ნინა ანდრეევამ განაცხადა.

როგორც ნინა ანდრეევამ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელის პოზიცია ყველასთვის ნათელია.

ნინა ანდრეევამ ასევე განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ტერეზა მეის გადაწყვეტილებას სიხარულით არ შეხვედრია, რადგან „ბრიტანელი პოლიტიკოსი გამბედავი ქალია, რომელსაც იუნკერი დიდ პატივს სცემს“.

ევროკომისიის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ჟან კლოდ-იუნკერი დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან თანამშრომლობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს, თუმცა 2018 წელს მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ბრიუსელი არ გადახედავს.

ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ რამდენიმე საათის წინ განაცხადა.