ევროკომისიის ანგარიში - „კოვიდ 19“ -ის კრიზისის პირობებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან 13 000-ზე მეტი მოქალაქის რეპატრიაცია მოახდინა
ევროკომისიის ანგარიში - „კოვიდ 19“ -ის კრიზისის პირობებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან 13 000-ზე მეტი მოქალაქის რეპატრიაცია მოახდინა

„კოვიდ 19“-ის კრიზისის პირობებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან (ძირითადად, ევროკავშირიდან) ჩარტერული ფრენების მეშვეობით 13 000- ზე მეტი მოქალაქის რეპატრიაცია მოახდინა.

ამის შესახებ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებაზე ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი.

„COVID-19 კრიზისის შედეგად, საქართველომ 18 მარტს თავისი საზღვრები დახურა, ხოლო 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 22 მაისს მოიხსნა. 21 მარტს ყველა კომერციული ფრენა გაუქმდა, რაც 31 ივლისამდე გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან (ძირითადად, ევროკავშირიდან) ჩარტერული სარეპატრიაციო ფრენების მეშვეობით 13 000- ზე მეტი მოქალაქის რეპატრიაცია მოახდინა“ ,- აღნიშნულია ანგარიშში.