ევროკომისიამ პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა
ევროკომისიამ პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა

ევროკომისიამ პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა, მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა განცხადეს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, ცალმხრივად გააგრძელებდნენ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას.

ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„ჩვენ ვიცით ზოგიერთი სახელმწიფოს განცხადებების შესახებ ცალმხრივ ზომებთან დაკავშირებით. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ ითანამშრომლოს კონსტრუქციულად. ჩვენ ორიენტირებული ვართ ახალი სისტემის ამოქმედებაზე“, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.

მისივე თქმით, ორშაბათს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვის საკითხზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა აღარ გაახანგრძლივა.