ევროკავშირის მიერ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე უარს აცხადებენ
ევროკავშირის მიერ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე უარს აცხადებენ

ევროკავშირის მიერ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე უარს აცხადებენ.

პოლონეთის განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, ვალდემარ ბუდამ ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების, კერძოდ, ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის იმპორტის განუსაზღვრელი აკრძალვის შესახებ. პოლონელმა მინისტრმა ევროკომისიის გადაწყვეტილებას უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე ემბარგოს მოხსნას „მცდარი“ უწოდა და განმარტა, რომ ბრძანება ძალაში 16 სექტემბრის შუაღამიდან შევა.

„პოლონელი ფერმერი უპირველეს ყოვლისა!“, – აღნიშნა ბუდამ და მადლობა გადაუხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ რობერტ ტელუსს და ევროკომისარს სოფლის მეურნეობის საკითხებში იანუშ ვოიცეხოვსკის, რომელიც პოლონეთის კვოტით დაინიშნა.

პარალელურად, სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანა უკრაინული ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის იმპორტს წლის ბოლომდე აკრძალავს.

„ჩვენ უნდა ავიცილოთ ზედმეტი ზეწოლა სლოვაკეთის ბაზარზე, რათა დავრჩეთ სამართლიანი შიდა ფერმერების მიმართ. ამავდროულად, ჩვენი ნაბიჯი არის რეაქცია პოლონეთისა და უნგრეთის მსგავს ქმედებებზე“, – ნათქვამია სლოვაკეთის მთავრობის განცხადებაში.

უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, იშტვან ნაგის განცხადებით, უნგრეთი სახელმწიფო საზღვარს 24 უკრაინული პროდუქტისთვის ხურავს.

ევროკომისიამ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა აღარ გაახანგრძლივა. ევროკომისიამ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გარკვეული სახეობის ექსპორტზე აკრძალვა 2 მაისს დააწესა.