ევროკომისია კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკური შედეგების დასაძლევად 750 მილიარდი ევროს გამოყოფის ინიციატივით გამოდის
ევროკომისია კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკური შედეგების დასაძლევად 750 მილიარდი ევროს გამოყოფის ინიციატივით გამოდის

ევროკომისია კორონავირუსის პანდემიის ეკონომიკური შედეგების დასაძლევად 750 მილიარდი ევროს გამოყოფის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს თანხა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს „უპრეცედენტო კრიზისის“ დაძლევაში დაეხმარება.

ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი ევროკავშირის თითოეული წევრისთვის გრანტებისა და კრედიტების გამოყოფას ითვალისწინებს.

პაკეტის დასამტკიცებლად ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.