მოჰსენ რეზაი – ამერიკული თვითმფრინავები ამერიკული სამხედრო ბაზიდან ირანის დასაბომბად თუ აფრინდებიან, თუნდაც ეს ბაზა ევროპულ ქვეყანაში ან რომელიმე სხვა შორეულ რეგიონში მდებარეობდეს, ამ ბაზებსაც დავარტყამთ
ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი მოჰსენ რეზაი იმუქრება, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე დარტყმებს ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთაც, მათ შორის ევროპაშიც განახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიბიესნიუსი“ ავრცელებს.
მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამ ბაზებს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის გამოიყენებენ.
„თუ ამერიკული თვითმფრინავები ამერიკული სამხედრო ბაზიდან ირანის დასაბომბად აფრინდებიან – თუნდაც ეს ბაზა ევროპულ ქვეყანაში ან რომელიმე სხვა შორეულ რეგიონში მდებარეობდეს – ჩვენ ამ ბაზებსაც დავარტყამთ“, – განაცხადა მოჰსენ რეზაიმ Al Mayadeen-თან ინტერვიუში.
რეზაის თქმით, აშშ-ის მიერ ირანზე დარტყმების განახლების საპასუხოდ, ირანის სამიზნე აშშ-ის უფრო შორეული სამხედრო ობიექტები გახდება – მათ შორის ისინიც, რომლებზეც ირანს აქამდე არ დაუტყამს. თუმცა რეზაის კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია.
„შესაძლოა, გარკვეულ კუნძულებსაც კი დავარტყათ, რომლებიც, მათი აზრით, ჩვენი რაკეტებისთვის მიუწვდომელია“, – აღნიშნა რეზაიმ.