ევროკავშირის წარმომადგენელი – დამამშვიდა ინფორმაციამ, რომ ტატუნაშვილის ცხედარი საბოლოოდ ოჯახს დაუბრუნდა
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ეხმაურება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ტოივო კლაარი.
„დამამშვიდა ინფორმაციამ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საბოლოოდ ოჯახს დაუბრუნდა. მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. კვლავ დავაკვირდებით პროცესებს, რომელიც ამ ტრაგიკულ სიკვდილს უკავშირდება”, – წერს კლაარი სოციალურ ქსელში.
7 მარტს კლაარი ერთ-ერთი იყო, ვინც ოკუპირებულ ცხინვალში ანატოლი ბიბილოვს შეხვდა, თუმცა ცხედრის გადაცემაზე მაშინ დე ფაქტო ლიდერმა უარი განაცხადა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან გუშინ გადმოასვენეს.
Relieved to learn that the body of Archil Tatunashvili was finally transferred to his relatives. Grateful to all those involved in this process. Will continue to follow developments related to this tragic death
— Toivo Klaar (@ToivoKlaar) March 21, 2018