ევროკავშირი პარიზის ოლიმპიადაზე რუსების გამოსვლის წინააღმდეგია და ევროკავშირის წევრებს ზეწოლისკენ მოუწოდებს #1TVSPORT
ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, ზეწოლა მოახდინონ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე, რათა აეკრძალოს რუს და ბელარუს სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა.
ევროკავშირის კანონმდებლებმა დაგმეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება – უფლება მისცეს რუს და ბელარუს სპორტსმენებს, მონაწილეობა მიიღონ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში, – ამის შესახებ წერს სააგენტო Associated Press-ი.
17 თებერვალს მიღებულ რეზოლუციაში ევროკავშირის კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ რუსებისთვის და ბელარუსებისთვის ნეიტრალური დროშით გამოსვლის უფლების მიცემა „ეწინააღმდეგება ამ ქვეყნების ყოველმხრივ იზოლაციას“.
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს დისკრიმინაციად მიაჩნია რუსებისა და ბელარუსების ოლიმპიური თამაშებიდან ჩამოცილება. ამ ორგანიზაციას სურს, რომ ამ ქვეყნების სპორტსმენები ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოდიოდნენ.