ევროკავშირი მოლდოვაში მთავრობის გადაყენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
ევროკავშირი მოლდოვაში მთავრობის გადაყენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირი მოლდოვაში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს პროცესი ქვეყანაში რეფორმების პროცესს შეუშლის ხელს. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის პრესპიკერმა, მაია კოსიანჩიჩმა გააკეთა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მიისწრაფვის ითანამშრომლოს იმ პირებთან, რომლებიც მოლდოვაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეფორმების განხორციელების პროცესს უჭერენ მხარს.

მოლდოვის პარლამენტმა დღეს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. მაია სანდუს მინისტრთა კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადების მთავარ მიზეზად კანონი დასახელდა, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრი მთავარი პროკურორის კანდიდატის არჩევას ერთპიროვნულად შეძლებდა.