„ევროჯასტის“ პრეზიდენტი - საქართველო ახორციელებს რეფორმებს პროფესიონალი პროკურორების, მოსამართლეებისა თუ პოლიციელების მონაწილეობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მასშტაბურ ოპერაციებში
„ევროჯასტის“ პრეზიდენტი - საქართველო ახორციელებს რეფორმებს პროფესიონალი პროკურორების, მოსამართლეებისა თუ პოლიციელების მონაწილეობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მასშტაბურ ოპერაციებში

ძალიან მიხარია, რომ საქართველო ახორციელებს არა მხოლოდ მნიშვნელოვან ინსტიტუციურ რეფორმებს, არამედ პროფესიონალი პროკურორების, მოსამართლეებისა თუ პოლიციის ოფიცრების მონაწილეობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მასშტაბურ ოპერაციებში, – ამის შესახებ „ევროჯასტის“ პრეზიდენტმა, ლადისლავ ჰამრანმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მე სულ ვამბობ, რომ საქართველოსა და „ევროჯასტს“ შორის არის ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური და პროდუქტიული თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითი. როგორც იცით, ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, იქნება ეს ტერორიზმი, კიბერდანაშაული თუ რაიმე სხვა სახის ორგანიზებული დანაშაული, სჭირდება დიდი ძალისხმევა ყველა ქვეყნისგან. დანაშაულს არ აქვს საზღვრები. ეს ყველას გლობალური პრობლემაა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება სახელმწიფოებს შორის მტკიცე ერთობა. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ საქართველო ახორციელებს არა მხოლოდ მნიშვნელოვან ინსტიტუციურ რეფორმებს, არამედ პროფესიონალი პროკურორების, მოსამართლეებისა თუ პოლიციის ოფიცრების მონაწილეობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მასშტაბურ ოპერაციებში. ასე რომ, დიდი მადლობა მასშტაბური ოპერაციების ხელშეწყობისა და თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ლადისლავ ჰამრანმა.

ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, „ევროჯასტის“ პრეზიდენტს, ლადისლავ ჰამრანს დღეს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა „ევროჯასტში“ საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძეც.