„ევროჰუპსი“ – ამინდის გაუარესების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები, შესაძლოა, ოკინავადან მანილაში გადავიდეს #1TVSPORT

13:59, 18.08.2023

ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა საკალათბურთო გამოცემამ, ევროჰუპსმა მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით საინტერესო პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ფილიპინების კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ალ პანლილიოს სიტყვებით იწყება:

„იმ შემთხვევაში, თუ ამინდის გაუარესების გამო იაპონიაში, „ოკინავა არენაზე“ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების გამართვა შეუძლებელი იქნება, ფილიპინები მზადაა, იაპონიის ორ ჯგუფს უმასპინძლოს“.

შეგახსენებთ, რომ საკალათბურთო მუნდიალი ერთდროულად სამ ქვეყანაში იმართება – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე. საქართველოს ნაკრები მოხვდა F ჯგუფში, რომლის მატჩებიც ოკინავაში გაიმართება.

სამივე ქვეყანა წყნარ ოკეანეშია, სადაც ტაიფუნები იშვიათობა სულაც არ არის. ერთ-ერთი ასეთი ტროპიკული შტორმი ამ კვირაში იაპონიის ქალაქ ტოტორის დაატყდა. ალბათობა დაბალია, თუმცა სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას არც მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას გამორიცხავენ და სწორედ ამიტომ გააკეთა განცხადება ფილიპინების კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

მსგავსი