ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრების მეტოქე საბერძნეთი ტურნირამდე შვიდ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს #1TVSPORT
ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრების მეტოქე საბერძნეთი ტურნირამდე შვიდ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს #1TVSPORT

ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, საბერძნეთის ეროვნული გუნდის მოსამზადებელი მატჩების განრიგი ცნობილია.

საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი შვიდ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის ნაკრები წელს ისევ მიიღებს მონაწილეობას პრესტიჟულ ამხანაგურ ტურნირზე, აკროპოლისის თასზე, რომელიც ათენში 20-22 აგვისტოს ჩატარდება.

საბერძნეთის ნაკრებს 2025 წლის ევრობასკეტზე ლიდერი იანის ანტეტოკუმპოც დაეხმარება, რომელიც მოსამზადებელ ეტაპს გუნდთან ერთად სრულფასოვნად გაივლის.

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები კონტინენტის პირველობის ჯგუფური ეტაპის მატჩებს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ჩაატარებენ. ამ გუნდების გარდა, C ჯგუფში არიან იტალიის, ესპანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და კვიპროსის ნაკრებები.

საბერძნეთის ნაკრების მოსამზადებელი მატჩების განრიგი ევროპის ჩემპიონატამდე:

6 აგვისტო | საბერძნეთი – ბელგია (ათენი)
9 აგვისტო | საბერძნეთი – სერბეთი (ლიმასოლი)
10 აგვისტო | საბერძნეთი – ისრაელი (ლიმასოლი)
14 აგვისტო | საბერძნეთი – მონტენეგრო (თესალონიკი)
20 აგვისტო | საბერძნეთი – ლატვია (ათენი)
22 აგვისტო | საბერძნეთი – იტალია (ათენი)
24 აგვისტო | საბერძნეთი – საფრანგეთი (ათენი)

საბერძნეთის ნაკრების მატჩების განრიგი ევროპის ჩემპიონატზე:

28 აგვისტო | საბერძნეთი – იტალია
30 აგივსტო | კვიპროსი – საბერძნეთი
31 აგვისტო | საქართველო – საბერძნეთი
2 სექტემბერი | საბერძნეთი – ბოსნია და ჰერცეგოვინა
4 სექტემბერი | ესპანეთი – საბერძნეთი

2025 წლის ევრობასკეტი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება. ჯგუფური ეტაპის მატჩები ტამპერეში (ფინეთი), რიგაში (ლატვია), კატოვიცესა (პოლონეთი) და ლიმასოლში (კვიპროსი) ჩატარდება, ხოლო პლეი ოფის შეხვედრებს რიგა უმასპინძლებს.