საბერძნეთის ნაკრები ევრობასკეტზე იანის ანტეტოკუნმპოსთან ერთად მიემგზავრება #1TVSPORT
საბერძნეთის ნაკრები ევრობასკეტზე იანის ანტეტოკუნმპოსთან ერთად მიემგზავრება #1TVSPORT

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქე საბერძნეთია, რომლის მთავარმა მწვრთნელმა, ვასილის სპანულისმა გუნდის შემადგენლობა დაასახელა. საბერძნეთის ნაკრების ღირსებას დაიცავს NBA-ს ვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპო.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტზე საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 31 აგვისტოს გაიმართება. მათ გარდა, C ჯგუფში ასევე ითამაშებენ ესპანეთი, კვიპროსი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და იტალია.

საბერძნეთის ნაკრები:

კოსტას პაპანიკოლაუ, იანულის ლარენცაკისი, კოსტას ანტეტოკუნმპო, ტაილერ დორსი, ჰომერ ნეციპოგლუ (ყველა – ოლიმპიაკოსი), კოსტას სლუკასი, დინოს მიტოღლუ, პანაიოტის კალაიცაკისი, ვასილისი ტოლიოპულოსი, ალექსანდერ სამოდუროვი (ყველა – პანათინაიკოსი), იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი, NBA), დიმიტრის კაციველისი (აეკ), ნიკოს ჰუგასი (ცედევიტა ოლიმპია, სლოვენია), ვანგელის ზუგრისი (ლუისვილი, NCAA), ნეოკლეს ავდალასი (ვირჯინია ტექი, NCAA), ანტონის კარაგიანიდისი, ნასოს ბაზინასი (პრომეთეუსი), ალექსანდერ ნიკოლაიდისი (მარუსი), ლეფტერის ლიოტოპულოსი (სენტ ჯონსი, NCAA).