ევრობასკეტი 2022 | თურქეთი VS საქართველო - გადამწყვეტი მატჩი საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები წლევანდელ ევრობასკეტიზე მესამე მატჩს გამართავს. მისი მეტოქე თურქეთის ნაკრები იქნება. შეხვედრა 21 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ვინც მატჩზე დასწრებას ვერ შეძლებს, საშუალება ექნება საქართველოს ნაკრებს რიყის პარკში, პირველი არხის საგულშემატკივრო ზონიდან დიდ ეკრანზე უქომაგოს. სადაც ასევე გაიმართება გათამაშებები და საინტერესო სპორტული აქტივობები.
პირველ ტურში ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ბელგიასთან დრამატულ მატჩში 79:76 დამარცხდა. მეორე შეხვედრაში ესპანეთთან 64:90 დათმო და პლეი ოფში თამაშს დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა. ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ოთხი საუკეთესო გადის, დაკარგული ჯერ არაფერია, თუმცა საქართველოს ნაკრებს ძალების მაქსიმალური მობილიზება სჭირდება წარმატების მისაღწევად.
საქართველო
ესპანეთთან მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო გოგა ბითაძემ, თუმცა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა რომ გამოცვალა, მოედანზე აღარ შეუყვანია.
„ხვალ ძალიან ძლიერ და ნიჭიერ გუნდს ვხვდებით. თურქეთს მწვრთნელიც ძალიან კარგი ჰყავს – ერგინ ატამანი. არ ვიცით ითამაშებს თუ არა გოგა. მის მდგომარეობას თამაშის წინ შევაფასებთ“, – ასეთი იყო ილიას ზუროსის კომენტარი თურქეთთან მატჩის წინ.
თურქეთი
თურქეთის ნაკრებს აგვისტოს ბოლოს აკროპოლისის თასზეც ვეთამაშეთ, დავმარცხდით. მეტოქემ სწრაფი კალათბურთი ითამაშა, სამქულიანები მაღალი პროცენტული სიზუსტით სტყორცნა და ამის ხარჯზე გაიმარჯვა.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა კარგად იცის მეტოქის შესაძლებლობები და იმედი დავიტოვოთ, რომ შესაბამის ტაქტიკას მოძებნის თურქეთის ნაკრების შესაჩერებლად.
თურქეთი |
|
|
|
მოთამაშე |
სმ |
დაბ. |
კლუბი |
ფურკან ჰალტალი |
211 |
2002 |
ბეშიქთაში (თურქეთი) |
შეინ ლარკინი |
182 |
1992 |
ეფესი (თურქეთი) |
სერტაჩ შანლი |
214 |
1991 |
ბარსელონა (ესპანეთი) |
სეჰმუს ჰაზერი |
190 |
1999 |
ფენერბაჰჩე (თურქეთი) |
მელიჰ მაჰმუტოღლუ |
191 |
1990 |
ფენერბაჰჩე (თურქეთი) |
იგიტჩან საიბირი |
201 |
1999 |
ბურსასპორი (თურქეთი) |
მუშინ იასარი |
208 |
1995 |
თოფაზი (თურქეთი) |
მეტეჩან ბირსენი |
205 |
1995 |
ფენერბაჰჩე (თურქეთი) |
სადიკ ემირ კაბაკა |
207 |
2000 |
გალათსასრაი (თურქეთი) |
ჩედი ოსმანი |
201 |
1995 |
კლივლენდი (NBA) |
ალპერენ შენგუნი |
208 |
2002 |
ჰიუსტონი (NBA) |
ონურალპ ბიტიმი |
196 |
1999 |
ბურსასპორი (თურქეთი) |
დოგუს ოზდემიროღლუ |
191 |
1996 |
დარუშაფაკა (თურქეთი) |
ბუგრაჰან თუნჩერი |
194 |
1993 |
ეფესი (თურქეთი) |
ფურკამ კორკმაზი |
201 |
1997 |
ფილადელფია (NBA) |
მწვრთნელი: ერგინ ატამანი |
|
|
|
ურთიერთშეხვედრები
საქართველო-თურქეთი 0:2
(ოფიციალური მატჩები)
თურქეთთან საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი 1997 წელს გამართა. ჩვენმა გუნდმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და ვახტანგ ნაცვლიშვილის ეფექტური თამაშის წყალობით გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა სამი ქულის სხვაობით დამარცხდა.
ამ მატჩში ჩაგდებული 33 ქულა 9 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების რეკორდი იყო.
დღეს, ერთ მატჩში ჩაგდებული ქულების მიხედვით ორი რეკორდსმენი გვყავს – ზაზა ფაჩულია და მაიკლ დიქსონი. ორივეს 36-36 ქულა აქვს მოგროვილი.
ევრობასკეტი 1999
შესარჩევი ეტაპი
03.12.1997. თბილისი
საქართველო-თურქეთი 73:76
38:45, 35:31
საქართველო: სანაძე (36წთ, 10ქ, 2მ, 2პ, 2ჩ), სტეფანია (36წთ, 13ქ, 10მ, 1ჩ), ბეჟანიშვილი (4წთ, 2ქ, 1მ), ვაშაკიძე (37წთ, 9ქ, 8მ, 2პ, 1ჩ), ხოშტარია (26წთ), ბერძენიშვილი (8წთ, 2ქ, 1მ), ნაცვლიშვილი (36წთ, 33ქ, 8მ, 1პ, 1ჩ), ჩხეიძე (17წთ, 4ქ, 1მ)
ევრობასკეტი 1999
შესარჩევი ეტაპი
02.12.1998. ბურსა
თურქეთი-საქართველო 103:60
43:26, 60:34
საქართველო: ოთიურიძე (28წთ, 11ქ, 4მ, 1პ, 2ჩ), ბოისა (31წთ, 4ქ, 5მ), ჟღენტი (26წთ, 5ქ, 2მ, 3პ), გაგნიძე (3წთ, 1პ, 1ჩ), გ. ნაცვლიშვილი (2წთ, 2მ), ჯაფარიძე (35წთ, 14ქ, 5მ, 1პ, 2ჩ), ვ. ნაცვლიშვილი (27წთ, 6ქ, 5მ, 2პ, 1ჩ), მაისურაძე (11წთ, 2ქ, 1პ), ჩხეიძე (37წთ, 18ქ, 1მ, 2პ)