ევრობასკეტი 2022 | თურქეთი VS საქართველო - გადამწყვეტი მატჩი საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT
ევრობასკეტი 2022 | თურქეთი VS საქართველო - გადამწყვეტი მატჩი საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები წლევანდელ ევრობასკეტიზე მესამე მატჩს გამართავს. მისი მეტოქე თურქეთის ნაკრები იქნება. შეხვედრა 21 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ვინც მატჩზე დასწრებას ვერ შეძლებს, საშუალება ექნება საქართველოს ნაკრებს რიყის პარკში, პირველი არხის საგულშემატკივრო ზონიდან დიდ ეკრანზე უქომაგოს. სადაც ასევე გაიმართება გათამაშებები და საინტერესო სპორტული აქტივობები.

პირველ ტურში ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ბელგიასთან დრამატულ მატჩში 79:76 დამარცხდა. მეორე შეხვედრაში ესპანეთთან 64:90 დათმო და პლეი ოფში თამაშს დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა. ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ოთხი საუკეთესო გადის, დაკარგული ჯერ არაფერია, თუმცა საქართველოს ნაკრებს ძალების მაქსიმალური მობილიზება სჭირდება წარმატების მისაღწევად.

 

საქართველო

ესპანეთთან მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო გოგა ბითაძემ, თუმცა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა რომ გამოცვალა, მოედანზე აღარ შეუყვანია.

„ხვალ ძალიან ძლიერ და ნიჭიერ გუნდს ვხვდებით. თურქეთს მწვრთნელიც ძალიან კარგი ჰყავს – ერგინ ატამანი. არ ვიცით ითამაშებს თუ არა გოგა. მის მდგომარეობას თამაშის წინ შევაფასებთ“, – ასეთი იყო ილიას ზუროსის კომენტარი თურქეთთან მატჩის წინ.

 

თურქეთი

თურქეთის ნაკრებს აგვისტოს ბოლოს აკროპოლისის თასზეც ვეთამაშეთ, დავმარცხდით. მეტოქემ სწრაფი კალათბურთი ითამაშა, სამქულიანები მაღალი პროცენტული სიზუსტით სტყორცნა და ამის ხარჯზე გაიმარჯვა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა კარგად იცის მეტოქის შესაძლებლობები და იმედი დავიტოვოთ, რომ შესაბამის ტაქტიკას მოძებნის თურქეთის ნაკრების შესაჩერებლად.

თურქეთი
მოთამაშე სმ დაბ. კლუბი
ფურკან ჰალტალი 211 2002 ბეშიქთაში (თურქეთი)
შეინ ლარკინი 182 1992 ეფესი (თურქეთი)
სერტაჩ შანლი 214 1991 ბარსელონა (ესპანეთი)
სეჰმუს ჰაზერი 190 1999 ფენერბაჰჩე (თურქეთი)
მელიჰ მაჰმუტოღლუ 191 1990 ფენერბაჰჩე (თურქეთი)
იგიტჩან საიბირი 201 1999 ბურსასპორი (თურქეთი)
მუშინ იასარი 208 1995 თოფაზი (თურქეთი)
მეტეჩან ბირსენი 205 1995 ფენერბაჰჩე (თურქეთი)
სადიკ ემირ კაბაკა 207 2000 გალათსასრაი (თურქეთი)
ჩედი ოსმანი 201 1995 კლივლენდი (NBA)
ალპერენ შენგუნი 208 2002 ჰიუსტონი (NBA)
ონურალპ ბიტიმი 196 1999 ბურსასპორი (თურქეთი)
დოგუს ოზდემიროღლუ 191 1996 დარუშაფაკა (თურქეთი)
ბუგრაჰან თუნჩერი 194 1993 ეფესი (თურქეთი)
ფურკამ კორკმაზი 201 1997 ფილადელფია (NBA)
მწვრთნელი: ერგინ ატამანი

 

ურთიერთშეხვედრები

საქართველო-თურქეთი 0:2

(ოფიციალური მატჩები)

თურქეთთან საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი 1997 წელს გამართა. ჩვენმა გუნდმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და ვახტანგ ნაცვლიშვილის ეფექტური თამაშის წყალობით გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა სამი ქულის სხვაობით დამარცხდა.

ამ მატჩში ჩაგდებული 33 ქულა 9 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების რეკორდი იყო.

დღეს, ერთ მატჩში ჩაგდებული ქულების მიხედვით ორი რეკორდსმენი გვყავს – ზაზა ფაჩულია და მაიკლ დიქსონი. ორივეს 36-36 ქულა აქვს მოგროვილი.

 

ევრობასკეტი 1999

შესარჩევი ეტაპი

03.12.1997. თბილისი

საქართველო-თურქეთი    73:76

38:45, 35:31

საქართველო: სანაძე (36წთ, 10ქ, 2მ, 2პ, 2ჩ), სტეფანია (36წთ, 13ქ, 10მ, 1ჩ), ბეჟანიშვილი (4წთ, 2ქ, 1მ), ვაშაკიძე (37წთ, 9ქ, 8მ, 2პ, 1ჩ), ხოშტარია (26წთ), ბერძენიშვილი (8წთ, 2ქ, 1მ), ნაცვლიშვილი (36წთ, 33ქ, 8მ, 1პ, 1ჩ), ჩხეიძე (17წთ, 4ქ, 1მ)

 

ევრობასკეტი 1999

შესარჩევი ეტაპი

02.12.1998. ბურსა

თურქეთი-საქართველო    103:60

43:26, 60:34

საქართველო: ოთიურიძე (28წთ, 11ქ, 4მ, 1პ, 2ჩ), ბოისა (31წთ, 4ქ, 5მ), ჟღენტი (26წთ, 5ქ, 2მ, 3პ), გაგნიძე (3წთ, 1პ, 1ჩ), გ. ნაცვლიშვილი (2წთ, 2მ), ჯაფარიძე (35წთ, 14ქ, 5მ, 1პ, 2ჩ), ვ. ნაცვლიშვილი (27წთ, 6ქ, 5მ, 2პ, 1ჩ), მაისურაძე (11წთ, 2ქ, 1პ), ჩხეიძე (37წთ, 18ქ, 1მ, 2პ)