ევრო 2028, შესაძლოა, იტალიაში გაიმართოს
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ, შესაძლოა, ევროპის 2028 წლის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
„ევრო 2028 იტალიისთვის მხოლოდ ჩანაფიქრი არ არის. ეს კარგად გააზრებული იდეაა, რომელიც ჩვენი პროგრამის ნაწილს წარმოადგენს. ეს არის პროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ენთუზიაზმს შესძენს, ამასთან, დაგვეხმარება საფეხურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში. იმედია, უეფა გაითვალისწინებს ჩვენს სურვილს. ყველაფერი გავაკეთებთ იმისთვის, რომ უეფასთან და ფიფასთან ერთად მოხდეს საერთო პროექტის რეალიზება“, – მოჰყავს გრავინას სიტყვები „ფუტბოლ იტალიას“ (Football Italia).
ბოლოჯერ იტალია მსხვილ საფეხბურთო ტურნირს 1990 წელს მასპინძლობდა. ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ მოიგო.