ევრო 2026-ის კვალიფიკაცია | საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ელიტრაუნდის მატჩებს ხორვატიაში ჩაატარებს, 16-წლამდელები თბილისში ითამაშებენ #1TVSPORT
ევრო 2026-ის კვალიფიკაცია | საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ელიტრაუნდის მატჩებს ხორვატიაში ჩაატარებს, 16-წლამდელები თბილისში ითამაშებენ #1TVSPORT

ნიონში, უეფა-ს ოფისში ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა და საქართველოს 17-წლამდე და 19-წლამდე ეროვნული გუნდების მეტოქეები გამოვლინდა.

ვასილ მაისურაძის 18-წლამდე ნაკრები, რომელიც მომდევნო წლის ნოემბერში 19-წლამდელთა ევრო 2026-ის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთვება, მინიტურნირს ხორვატიაში ითამაშებს. ჩვენი გუნდი ხორვატიას, სერბეთსა და გიბრალტარს შეხვდება.

სანდრო კობახიძის 16-წლამდე ნაკრები შემოდგომაზე თბილისში ისლანდიას და საბერძნეთს უმასპინძლებს. 3-გუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ორი გუნდი გავა.

გიორგი ჩიტაურის გავრთნილი 17-წლამდელთა ნაკრები მარტში, ევროპის ჩემპიონატის მეორე რაუნდის B ლიგაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ლიეტუვასა და ყაზახეთს შეხვდება. ტურნირი ყაზახეთში ჩატარდება.