ევრო 2024-ზე მოხვედრის შემთხვევაში საქართველოს ნაკრების ჯგუფში თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან #1TVSPORT
ევრო 2024-ზე მოხვედრის შემთხვევაში საქართველოს ნაკრების ჯგუფში თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები F ჯგუფში მოხვდება.

F ჯგუფი:

თურქეთი
პლეი ოფის გამარჯვებული გზა C
პორტუგალია
ჩეხეთი

ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში გაიმართება. ფინალური ეტაპის წილისყრას ჰამბურგმა უმასპინძლა.

ტრადიციული შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ ფინალური ეტაპის 21 მონაწილე გამოვლინდა, ხოლო დანარჩენი სამი საგზურის მფლობელი 2024 წლის მარტში პლეი ოფის შემდეგ გაირკვევა, რომლის მონაწილე საქართველოს ნაკრებიცაა.

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნები“ C გზის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს 21 მარტს უმასპინძლებენ, ხოლო ფინალში გასვლის შემთხვევაში 26 მარტს საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს ასევე საკუთარ მოედანზე შეხვდებიან.