ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში საბერძნეთის ნაკრები 4,5 მილიონ ევროს მიიღებს #1TVSPORT
ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში საბერძნეთის ნაკრები 4,5 მილიონ ევროს მიიღებს #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ყველა ქვეყნის ეროვნული ფედერაცია უეფა-სგან 9 მილიონ ევროს მიიღებს. საბერძნეთის ფედერაცია ფეხბურთელებს ამ თანხის ნახევრის (4,5 მილიონი ევრო) დარიცხვას ჰპირდება.

„საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბონუსის 50%, რომელსაც საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია უეფა-სგან ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მიიღებს, ფეხბურთელებს დაერიცხებათ“, – ეს საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პანაიოტის ბალტაკოსმა ეროვნული ნაკრების წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველო ლუქსემბურგს შეხვდება, ხოლო საბერძნეთი – ყაზახეთს. გამარჯვების შემთხვევაში, „ჯვაროსნები“ 26 მარტს მეორე წყვილში მოგებულს საკუთარ მოედანზე ფინალში დაუპირისპირდებიან.