ევრო 2024 | საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები ჩემპიონობისთვის საპრიზო თანხის მესამედს მიიღებენ #1TVSPORT
ევრო 2024 | საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები ჩემპიონობისთვის საპრიზო თანხის მესამედს მიიღებენ #1TVSPORT

L’Équipe-მა გამოაქვეყნა საპრიზო თანხა, რომელსაც საფრანგეთის ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში მიიღებს. ეს ინფორმაცია ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გასვლის გამო ჩვენთვისაც საინტერესო იქნება.

გუნდის თითოეულ მოთამაშეს გარანტირებული აქვს 470 ათასი ევრო. ეს თანხა ოდნავ ნაკლებია, ვიდრე ფრანგებმა მიიღეს კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლისთვის (490 ათასი).

საბოლოო თანხა შეიძლება განსხვავდებოდეს განაცხადში მოთამაშეთა და მოგების რაოდენობის მიხედვით. უეფა 331 მილიონ ევროს 24 ქვეყანას შორის გაანაწილებს. მონაწილეობისთვის თითოეული გუნდი მიიღებს 9,25 მილიონს, ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებისთვის 1 მილიონს, ხოლო ფრეზე – 500 ათასს.

პლეი ოფში თანხა გაიზრდება: 1,5 მილიონი მერვე ადგილისთვის, 2,5 მილიონი მეოთხედფინალისთვის, 4 მილიონი ნახევარფინალისთვის, 5 მილიონი – ფინალისთვის და 8 მილიონი გამარჯვებისთვის. ამრიგად, თუ გუნდი ყველა მატჩს მოიგებს, მას შეუძლია მიიღოს პრემია 28,25 მილიონის ოდენობით.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დააანონსა, რომ მოთამაშეებს მიღებული თანხის 30%-ს – 8,47 მილიონ ევროს დაურიცხავს.