ევრო 2024 | მასპინძელმა გერმანიამ ამჯერად უნგრეთი დაამარცხა და A ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში A ჯგუფის ლიდერი და ტურნირის მასპინძელი გერმანია უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და გერმანიამ მეორე გამარჯვებით (2:0) ჯგუფში უკვე 6 ქულა დააგროვა და მერვედფინალის საგზური გაინაღდა.
ფაქტები
- გერმანია და უნგრეთი დიდ ტურნირზე ერთმანეთს პირველად მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატზე შეხვდნენ. პირველი მატჩი უნგრელებემა 8:3 მოიგეს. თუმცა უკვე ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრებმა 3:2 გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
- უნგრეთი და გერმანია ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპზეც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მატჩი 2:2 დასრულდა.
- დიდ ტურნირებზე (მსოფლიო+ევროპის ჩემპიონატი) გერმანიისა და უნგრეთის ბოლო სამ შეხვედრაში (დღევანდელ მატჩამდე) 20 გოლი გავიდა (საშუალო 6.7 გოლი ერთ მატჩში)
22′ წუთი. მუსიალამ ანგარიში გახსნა და გერმანია პირველივე ტაიმში დაწინაურდა – 1:0.
67′ წუთი. გერმანელებმა უნგრელთა კარი მეორედ აიღეს და უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცეს. გოლი ამჯერად გიუნდოგანის ანგარიშზეა – 2:0.
გერმანიის ნაკრებმა ევრო 2024-ზე მეორე გამარჯვება იზეიმა და A ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია (6 ქულა), უნგრეთი კი მეორედაც დამარცხდა და შესაბამისად, ნული ქულა აქვს. გერმანია კი პირველი ნაკრებია, რომელმაც პლეი ოფის საგზური მოიპოვა.