ესპანეთის ნაკრების და „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი, Goal-ის მიხედვით, ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი გახდა.
ევროპის ჩემპიონატისა და ამერიკის თასის დასრულების შემდეგ პორტალმა წელს ჯილდოს მოპოვების ფავორიტების საბოლოო რეიტინგი წარმოადგინა.
ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული ესპანელი ნახევარმცველი ბრაზილიელ ვინისიუს ჯუნიორსა და ინგლისელი ჯუდ ბელინგემთან ერთად გალიდერდა.
საუკეთესო 20 კანდიდატის რეიტინგი ამჟამად ასე გამოიყურება:
1. როდრი (მანჩესტერ სიტი);
2. ვინისიუს ჯუნიორი (მადრიდის რეალი);
3. ჯუდ ბელინგემი (მადრიდის რეალი);
4. დანიელ კარვახალი (მადრიდის რეალი);
5. ლაუტარო მარტინესი (ინტერი);
6. ტონი კროოსი (მადრიდის რეალი);
7. კილიან მბაპე (მადრიდის რეალი);
8. ჰარი კეინი (ბაიერნი);
9. ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი);
10. ნიკო უილიამსი (ატლეტიკი);
11. ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი);
12. ლამინ იამალი (ბარსელონა);
13. ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი);
14. ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა);
15. ალვარო მორატა (ატლეტიკო მადრიდი);
16. ლიონელ მესი (ინტერ მაიამი);
17. ჯულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი);
18. დანი ოლმო (ლაიფციგი);
19. ბუკაიო საკა (არსენალი);
20. როდრიგო (მადრიდის რეალი).