ევრო 2024 - ცნობილია ქალაქები, სადაც ჩვენი მეტოქეები დაბინავდებიან #1TVSPORT
ევრო 2024 - ცნობილია ქალაქები, სადაც ჩვენი მეტოქეები დაბინავდებიან #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის ყველა მონაწილემ აირჩია ქალაქი, სადაც თამაშებისთვის მოემზადება, მაგრამ გამონაკლისი მხოლოდ სამი ნაკრებია, რომლებმაც ფინალური ეტაპის საგზური ერთა ლიგის პლეი ოფიდან მოიპოვა – მათ შორისაა საქართველოს ეროვნული გუნდიც.

ევრო 2024 იმართება გერმანიის ათ ქალაქში, სადაც ჯგუფური ეტაპის მატჩები ორგანიზებულია სამი რეგიონული ადგილის გარშემო, რათა გუნდებისთვის და მხარდამჭერებისთვის მგზავრობის დრო მინიმუმამდე შემცირდეს.

ფინალურ ტურნირზე დადასტურებულმა 21-მა მხარემ გამოაცხადა, სად იქნება მათი საცხოვრებელი და სავარჯიშო ობიექტი ევრო 2024-ზე, რომელიც 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაგრძელდება.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს, სადაც თურქეთის (18 ივნისს), ჩეხეთის (22 ივნისს) და პორტუგალიის ნაკრებებს (26 ივნისს) დაუპირისპირდება.

თურქეთი

საბაზო ქალაქი – ბარსინგჰაუზენი (დორტმუნდთან ახლოს)

თურქეთი – საქართველო (დორტმუნდი, 18 ივნისი)

ჩეხეთი

საბაზო ქალაქი – ნორდერშტედტი (ჰამბურგთან ახლოს)

ჩეხეთი – საქართველო (ჰამბურგი, 22 ივნისი)

პორტუგალია

საბაზო ბანაკი – ჰარსევინკელი (დორტმუნდთან და გელზენკირხენთან ახლოს)

პორტუგალია – საქართველო (გელზენკირხენი, 26 ივნისი)