ევრო 2023-ზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ვერც მიქაუტაძე დაეხმარება #1TVSPORT
ევრო 2023-ზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ვერც მიქაუტაძე დაეხმარება #1TVSPORT

ცნობილი გახდა, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ვერც გიორგი მიქაუტაძე დაეხმარება.

„ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა, მინდა, გადავუხადო 21 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელს და გულშემატკივარს, მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ, მინდა, იცოდეს გულშემტკივარმა, რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო, მოახლოებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში რთული იქნება. წარმატებები საქართველოს, დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ“, – წერს საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი.