საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 21-წლამდე ნაკრებების 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები აბონემენტების გაყიდვა დაიწყო.
ტურნირს საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს და გულშემატკივრებს ექნებათ საშუალება, რომ საქართველოში ჩატარებულ ყველაზე მასშტაბურ საფეხბურთო ღონისძიებას დაესწრონ.
ბილეთის შეძენა აუცილებელია ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის. 16 წლამდე პირები სტადიონზე მხოლოდ მათზე პასუხისმგებელ ზრდასრულებთან ერთად დაიშვებიან. ამ ეტაპზე შესაძლებელია კონკრეტული სტადიონის აბონემენტის შეძენა:
თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენის“ სტადიონის აბონემენტი
21 ივნისი | საქართველო – პორტუგალია
24 ივნისი | საქართველო – ბელგია
27 ივნისი | საქართველო – ჰოლანდია
თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის აბონემენტი
21 ივნისი | ბელგია – ჰოლანდია
24 ივნისი | პორტუგალია – ჰოლანდია
27 ივნისი | პორტუგალია – ბელგია
1 ივლისი | მეოთხედფინალი
ბათუმი არენის აბონემენტი
22 ივნისი | ჩეხეთი – ინგლისი
25 ივნისი | ჩეხეთი – გერმანია
28 ივნისი | ინგლისი – გერმანია
ქუთაისი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის აბონემენტი
22 ივნისი | გერმანია – ისრაელი
25 ივნისი | ინგლისი – ისრაელი
28 ივნისი | ისრაელი – ჩეხეთი
2 ივლისი | მეოთხედფინალი