U 21 | ევროპის ჩემპიონატის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ კურტის ჯონსი დაასახელეს #1TVSPORT
U 21 | ევროპის ჩემპიონატის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ კურტის ჯონსი დაასახელეს #1TVSPORT

ბათუმში გამართული ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ კურტის ჯონსი დაასახელეს – ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს ჯილდო ესპანეთთან მოგებული (1:0) მატჩის შემდეგ გადასცეს.

„კურტის ჯონსმა უეფა-ს 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში მთავარი როლი ითამაშა“, – წერია უეფა-ს ოფიციალურ გვერდზე.

„ლივერპულის“ 22 წლის ნახევარმცველმა ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, რომელმაც ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებს ესპანეთთან გამარჯვება და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოუტანა.

ინგლისელებმა დაწინაურება შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე საჯარიმო დარტყმით მოახერხეს – კოულ პალმერის დარტყმის შემდეგ ბურთი კურტის ჯონსს თავზე მოხვდა, ტრაექტორია შეიცვალა და მეტოქის კარში აღმოჩნდა.