ევრო 2020 შეიძლება, ერთ ქვეყანაში ჩატარდეს
ევრო 2020 შეიძლება, ერთ ქვეყანაში ჩატარდეს

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმიერიმ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა, რომ უეფა განიხილავს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთ ქვეყანაში გამართვის შესაძლებლობას.

ეს ქვეყანა, დიდი ალბათობით, ინგლისი იქნება. აღნიშნავენ, რომ უეფა შეიძლება წავიდეს ამგვარი გზით იმის გამო, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რისკები.

საბოლოო გადაწყვეტილებას ტურნირის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით აპრილის შუაში მიიღებენ.

ჯერჯერობით, ევროპის ჩემპიონატი დაგეგმილია ევროპის 12 ქალაქში – 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე.