ევრო 2020 | მანჩინიმ დაასახელა ერთადერთი გზა, რომელიც ფინალს მოაგებინებს #1TVSPORT
ევრო 2020 | მანჩინიმ დაასახელა ერთადერთი გზა, რომელიც ფინალს მოაგებინებს #1TVSPORT

„სკუადრა აძურას“ მთავარმა მწვრთნელმა, რობერტომ მანჩინიმ კომენტარი გააკეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე, რომელშიც მისი გუნდი ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. 

შეგახსენებთ, რომ იტალია-ინგლისის შეხვედრა ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება.

„ჩვენ ძალიან მობილიზებულები ვიქნებით,  – მოჰყავს მანჩინის სიტყვები უეფა-ს პრესსამსახურს. – ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, მაგრამ, ამავდროულად, აუცილებელია, რომ თამაშისგან სიამოვნება მივიღოთ, რადგან ეს ფეხბურთია.

ვერ ითამაშებთ ფეხბურთს და ვერ მოიგებთ, თუ დაძაბულები იქნებით და სტრესს თავს არ დაააღწევთ. ჩვენ მეტოქე წნეხში უნდა გვყავდეს, მაგრამ ფეხბურთით სიამოვნება უნდა მივიღოთ – ეს ფინალის მოგების ერთადერთი გზაა“, – მიაჩნია იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს.

ევრო 2020-ის ფინალი იტალიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის ხვალ, 11 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.