ევრო 2020 | საუთგეიტი - ინგლისი შეხვდება ნაკრებს, რომელსაც საუკეთესო სტატისტიკა აქვს #1TVSPORT
ევრო 2020 | საუთგეიტი - ინგლისი შეხვდება ნაკრებს, რომელსაც საუკეთესო სტატისტიკა აქვს #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუთგეიტმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში მისი გუნდის მეტოქის შესახებ ისაუბრა:

„ვფიქრობ, რომ ფინალში ორი საუკეთესო გუნდი გავიდა. ჩემპიონი კი გახდება ის, რომელიც ხვალ, კონკრეტულ დღეს უკეთ ითამაშებს. როცა ფინალში გადიხარ, უნდა მოიგო. ვიცით, რომ ურთულესი თამაში იქნება, მაგრამ გამარჯვება ჩვენი ერთადერთი მიზანი უნდა იყოს.

ახლანდელი იტალია ძალიან თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს და საერთოდ არ ჰგავს იმ იტალიას, რომელსაც ბავშვობიდან თვალს ვადევნებ. ჩვენ დავუპირისპირდებით გუნდს, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში საუკეთესო სტატისტიკა აქვს“, – განაცხადა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

ევრო 2020-ის ფინალი იტალიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის ხვალ, 11 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.