ევრო 2020, J ჯგუფი, იტალიამ შესარჩევი მოგებით დაიწყო
ევრო 2020, J ჯგუფი, იტალიამ შესარჩევი მოგებით დაიწყო

* პირველად 2016 წლის შემდეგ, იტალიამ ზედიზედ ოთხ მატჩში მშრალად შეინახა კარი.
* მოიზე კინი (19 წლის და 23 დღის) მეორე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, ვინც იტალიის ნაკრებში გოლი გაიტანა. რეკორდი დათარღებულია 1958 წლით, მისი ავტორია ბრუნო ნიკოლე (18 წლისა და 258 დღის).
* ნიკოლო ბარელა 2013 წლის შემდეგ პირველი მოთამაშეა კალიარიდან, ვინც იტალიის ნაკრებში გოლი გაიტანა. ბოლოს ეს გააკეთა აწ გარდაცვლილმა დავიდე ავტორიმ (კონფედერაციათა თასზე ურუგვაის წინააღმდეგ).
* იტალიას 21-ე საუკუნეში საკუთარ მოედანზე არ წაუგია – 47 მატჩში იყო 36 მოგება და 11 ფრე.
* იტალიის ნაკრებს უდინეში ზედიზედ ცხრა მატჩია (შვიდი მოგება, 2 ფრე) არ წაუგია.
* იტალიას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 31-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს – 25 მოგება და ექვსი ფრე.
* ედინ ჯეკომ მე-100 მატჩი ჩაატარა ბოსნიის ნაკრებში.

ბოსნია-სომხეთი 2:1
გოლები: 1:0 კრუნიჩი (33), 2:0 მილოშევიჩი (80), 2:1 მხითარიანი (90+3-პენ)

იტალია-ფინეთი 2:0
გოლები: 1:0 ბარელა (7), 2:0 კინი (74)
იტალია: დონარუმა – პიჩინი, ბონუჩი, კიელინი, ბირაგი (90+1. სპინაცოლა) – ბარელა, ჟორჟინიო, ვერატი (85. ძანიოლი) – კინი, იმობილე (80. კვალიარელა), ბერნარდესკი.

ლიხტენშტაინი-საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ფორტუნისი (45+1), 0:2 დონისი (80)