ევო მორალესი ​მექსიკაში ჩავიდა
ევო მორალესი ​მექსიკაში ჩავიდა

ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი მექსიკაში ჩავიდა. ევო მორალესი აცხადებს, რომ სამშობლოში მისი მკვლელობა იგეგმებოდა, რის გამოც მან ბოლივია დატოვა.

მისივე თქმით, პოსტიდან გადადგომა აიძულეს, თუმცა ასე „სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მოიქცა“.

მორალესმა მადლობა გადაუხადა მექსიკის პრეზიდენტს თავშესაფრისთვის და თქვა, რომ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა ის სიკვდილისგან იხსნა.

ამასთან, ევო მორალესმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება და ბრძოლას აგრძელებს.

ევრო მორალესი პრეზიდენტის თანამდებობიდან გუშინ გადადგა და პოლიტიკური თავშესაფარი მექსიკაში ითხოვა. ამას წინ უძღოდა რამდენიმე კვირიანი საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებიც ბოლივიის ლიდერის გადადგომას ითხოვდნენ.

მორალესის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტის პოსტს დროებით სენატის თავმჯდომარე დაიკავებს.