ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა და ქვეყანა დატოვა
ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა და ქვეყანა დატოვა

ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი გადადგა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ვერსიით, მორალესის თვითმფრინავმა ქვეყანა უკვე დატოვა.

გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე მორალესმა განაცხადა, რომ ქვეყანაში განმეორებით არჩევნებს დანიშნავდა.

ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნები 20 ოქტომბერს ჩატარდა. წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ევო მორალესმა გაიმარჯვა. ამას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა.