„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი, დიდი ალბათობით, კარიერას „ევერტონში“ გააგრძელებს.
მერსისაიდელებმა შეათანხმეს მანჩესტერულ გუნდთან 24 წლის ნიდერლანდელის იჯარა, რომელიც სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში, რის შემდეგაც, „ევერტონს“ შეეძლება ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვა, – იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. იჯარის პერიოდში, ნახევარმცველს სრულ ხელფასს ინგლისური კლუბი გადაუხდის.
წყაროს ცნობით, თავად ვან დე ბეკს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. მასზე პრეტენზიას ასევე „კრისტალ პალასი“ აცხადებს.
ამ სეზონში პრემიერლიგის რვა მატჩში ნიდერლანდელმა ერთი გოლი გაიტანა.