კამერუნის ნაკრების ყოფილი ფორვარდი სამუელ ეტო’ო საავადმყოფოში მოხვდა საავტომობილო ავარიის შემდეგ, – იტყობინება „მუნდო დეპორტივო“.
წყაროს ცნობით, კამერუნის ერთ-ერთ რეგიონში ეტო’ოს მანქანას ავტობუსი შეეჯახა. კამერუნულ პრესაში აღნიშნავენ, რომ ავარია ძალიან სერიოზული იყო, შეჯახების ადგილას სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა და ფეხბურთელს დახმარება აღმოუჩინა. ასევე იტყობინებიან, რომ ექიმები საავადმყოფოში დამატებით გამოკვლევას ჩაუტარებენ ეტო’ოს, რათა დარწმუნდნენ, რომ ყოფილ ფეხბურთელს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.