ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წევრებმა, ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ტაილანდის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრების წევრებმა, ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ტაილანდის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები წარმატებით ასპარეზობს ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე.

ტურნირის პირველივე დღეს ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. შეჯიბრებაზე ხეცურიანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ჩინელ აო ლანძუს 15:13 სძლია.

ხვალ, 7 დეკემბერს ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ტაილანდის 2023 წლის მსოფლიო თასზე რაპირით ასპარეზობაში გამოვლენ, 8 ნოემბერს კი გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას.