ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით გიორგი სარდალაშვილმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (ორივე 60 კგ), ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა ნადირაძემ (ორივე 66 კგ), მარი მახარაშვილმა (52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) იასპარეზეს.
ბაქოში წარმატებულად გამოვიდა და ვერცლის მედალი მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმა. ქართველი ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან, კოსოვოელ ნორა ჯაკოვასთან ვაზარით დამარცხდა.
ფინალურ ბლოკში იჭიდავა მეორე ქართველმა, ლუხუმ ჩხვიმიანმაც, რომელმაც ბრინაჯაოს მედლისთვის დაპირისპირება ფრანგ ძიუდოისტთან, რომენ ვალადიერ პიკარდთან დათმო. მარგველაშვილმა, ნადირაძემ, სარდალაშვილმა და მახარაშვილმა ადრეულ ეტაპზე წააგეს და შეჯიბრებას გამოეთიშნენ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებიდან ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.