ფინეთის ქალაქ ვანტააში ჭიდაობა ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ეთერ ლიპარტელიანმა სტარტი 1/8 ფინალური ეტაპიდან აიღო და მისი მეტოქე ხორვატი დორა ბორტასი იყო. ლიპარტელიანმა გამარჯვების შემდეგ უკვე 1/4 ფინალში ჰოლანდიელ პლეუნ კორნელის სძლია, 1/2 ფინალში კი გერმანელ სეიხა ბალჰაუსს მოუგო და გადამწყვეტ შეხვედრას იტალიელი სილვია პელიტელის წინააღმდეგ გამართავს.