ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს

17:18, 12.09.2019

ფინეთის ქალაქ ვანტააში ჭიდაობა ძიუდოში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ეთერ ლიპარტელიანმა სტარტი 1/8 ფინალური ეტაპიდან აიღო და მისი მეტოქე ხორვატი დორა ბორტასი იყო. ლიპარტელიანმა გამარჯვების შემდეგ უკვე 1/4 ფინალში ჰოლანდიელ პლეუნ კორნელის სძლია, 1/2 ფინალში კი გერმანელ სეიხა ბალჰაუსს მოუგო და გადამწყვეტ შეხვედრას იტალიელი სილვია პელიტელის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი