ეთერ ლიპარტელიანი ბაქოს გრანდ სლემის ფინალშია, ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სახელით გიორგი სარდალაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე (ორივე 66 კგ), მარი მახარაშვილი (52 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ასპარეზობდნენ.

გრანდ სლემზე წარმატებულად ასპარეზობს ეთერ ლიპარტელიანი. ქართველმა ნახევარფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე დარია კურბინმამადოვა იპონით დაამარცხა და ფინალში კოსოვოელ ნორა ჯაკოვას შეხვდება.

ფინალურ ბლოკში ასევე ვიხილავთ ლუხუმ ჩხვიმიანსაც, რომელიც ბრინაჯაოს მედლისთვის ფრანგ ძიუდოისტს, რომენ ვალადიერ პიკარდს დაუპირისპირდება.

მარგველაშვილმა, ნადირაძემ, სარდალაშვილმა და მახარაშვილმა ადრეულ ეტაპზე წააგეს და შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებიდან ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.